29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ბიზნესი რეალობასთან შეგუებას კიდევ ერთხელ ეცდება 

შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, ბიზნესი უკმაყოფილოა, თუმცა ახალ რეალობასთან შეგუებას, იძულებით, კიდევ ერთხელ ეცდება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლების დათხოვნა მოუწევთ, მთავრობის დახმარების პაკეტი კი არასაკმარისია.

როგორც რესტორნის ქსელების მეპატრონეები აცხადებენ, ისინი ძირითადად გადატანის სერვისებით იმუშავებენ, თუმცა ეს მათ ბიზნესს წაგებას მოუტანს.

რაც შეეხებათ შედარებით მცირე მეწარმეებს, ისინი ამბობენ, რომ მუშაობა 60-70%-ით არის შემცირებული. 

"რეალურად, მზად არ შევხვდით ახალ შეზღუდვებს, რადგან არ ველოდებოდით, რომ იქნებოდა თავიდან ხელახლა შეზღუდვები, თუმცა გვესმის, რატომაც მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. დელივერი სერვისი ოდნავ გაიზრდება, მაგრამ ეს რეალურად კომპანიის სრულ ხარჯებს ვერ დაფარავს. ამიტომ კომპანია იქნება ზარალის რეჟიმზე 2 თვის განმავლობაში. თანამშრომლების ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ გააგრძელებს მუშაობას, თუმცა ვანაწილებთ ისე ჩვენს კადრებს, რომ ყველას რაღაც ხელფასის წილი შეხვდეს,“ - აცხადებს "წისქვილი ჯგუფის” გენერალური დირექტორი, გიორგი გოცირიძე. 

დღის ამბები