29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა
თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
 
"ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.
 
ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა," - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
დღის ამბები