29 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
მოგვიწევს დავითხოვოთ თანამშრომლები, ოპტიმალური იქნება მოხდეს სარესტორი სფეროში დასაქმებულთა ხელფასების სუბსიდირება - "შავი ლომის" დამფუძნებელი

რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელი, მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ მთავრობის გადაწვეტილება, რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის თაობაზე, იქ დასაქმებულ ადამიანებს სერიოზულ ზარალს მიაყენებს. მისი თქმით, თანამშრომლების დათხოვნა მოუწევთ, რაც თავის თავად მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. 

"ჩემთვის ოპტიმალური იქნებოდა ის, რომ მოხდეს სუბსიდირება ამ ადამიანების ხელფასების, ისევე როგორც მოხდა ეს საფრანგეთში. ძალიან ხშირად საუბრობენ უცხოეთის მაგალითებზე. კი ბატონო, მაშინ აანაზღაურეთ ხელფასები, მე ამას ვერ გავაკეთებ.

200 ლარიანი პაკეტი ჩვენს თანამშრომლებს არ ჰყოფნის. უფრო დიდი გვაქვს ხელფასი, ამიტომ ჩემი აზრით, უნდა გადაიხადონ ის ხელფასი, რასაც ვიხდიდით ჩვენ. ჩვენ მოგვიწევს რომ თანამშრომლები დავითხოვოთ ამ ორი თვის განმავლობაში,"- ამბობს მერიკო გუბელაძე.

დღის ამბები