29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
შეგვეძლო უკეთ მოვმზადებულიყავით როცა "მწვანე ქვეყანა" ვიყავით - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იქამდე სანამ ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, უკეთესად უნდა მომზადებულიყო მოსალოდნელი გართულებებისთვის. მისი თქმით, დეტალურად უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალური სექტორის დაორგანიზება და ასევე დათვლილიყო რამდენი საწოლის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი. 

"ჩვენ გვყავს უპრეცედენტო პაციენტი და შეუსაბამოა ჩვენი შესაძლებლობები და ყველა ქვეყნის შესაძლებლობები აღმოჩნდა შეუსაბამო, მათ შორის იტალიის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გვახსოვს რა ხდებოდა. ეს არის ფაქტი, რომელიც პანდემიას და ეპიდემიას ახლავს თან. თუმცა ჩვენ შეგვეძლო და გვქონდა ეს ფორა, რომ უკეთესად მოვმზადებულიყავით ამისთვის, როცა მწვანე ქვეყანა ვიყავით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჰოსპიტალური სექტორის წინასწარი დაორგანიზება მომხდარიყო, როგორ რანაირად, რამდენი საწოლის მობილიზება რა დროში შეიძლებოდა. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ალბათ წინასწარ იუველირული სიზუსტით დათვლილი და ამაში აბსოლუტურად ამ პათოსს ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტიპის ქვეყანაში, მე როგორც ერთი უბრალო ექიმი, შეცდომად მიმაჩნია, რომ 85% კერძო მფლობელობის კლინიკაა. ასეთ, რამ უპრეცედენტოა და არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების გარდა და ეს არის ძალან დიდი შეცდომა და ამ ყველაფერს ახლა ვიმკით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები