29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
თუ ყველა რეგულაციას დავიცავთ ორ თვეში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 1500 -1700 -ზე უნდა ჩამოვიდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი 2 თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცავს, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში დაიწევს.

"თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერი, ეს რეგულაციები რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია - ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები