29 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
პანდემიამ ოპოზიციის გეგმები შეცვალა - მმართველი გუნდის ოპონენტები პროტესტის სხვა ფორმებზე ფიქრობენ

ახალმა რეგულაციებმა ოპოზიციას გეგმები შეუცვალა. პანდემიის პირობებში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობაც ახლებურ მიდგომებს საჭიროებს. დღეს "ლელოს" ოფისში აზრების გაცვლა, ხვალ ლეიბორისტულ ოფისში გადაწყვეტილებით დასრულდება, სადაც ოპოზიცია მოკლევადიან პერსპექტივაში პროტესტის ფორმებზე ჩამოყალიბდება. დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ნაბიჯები კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით დაიგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ოპონენტებს მათი ნაწილი არალოგიკურად მიაჩნია, კონსენსუსია იმაზეც, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია არ შედგება.

თავად ახალი რეგულაციები უკვე მეორე დღეა ოპოზიციის მკაცრი კრიტიკის საგანია. მათთვის მმართველი გუნდის გეგმის ყველაზე სუსტი ნაწილი ისაა, რომ შეზღუდვები ეკონომიკისა და ბიზნესის ხარჯზე დაწესდა. 

ოპოზიციის გეგმებს შორის უახლოეს დღეებში ბიზნესთან შეხვედრაც შედის, ვისთანაც პანდემიით მიყენებული დარტყმის შემსუბუქების გზებზე უნდა იმსჯელონ. ოპოზიცია თვლის, რომ თუ პირველი ტალღის დროს ბიზნესის რისკები 20 % იყო, ახლა მან 60-70 %-ს მიაღწია, ამიტომ მსუბუქ და მით უმეტეს მკაცრ შეზღუდვებს ბიზნესის ხარჯზე არ მიესალმებიან. 

მმართველ გუნდში არ იზიარებენ იმ აზრს, რომ მთავრობის გეგმა არათანმიმდევრული ან არალოგიკურია. "ოცნებაში" ამბობენ,რომ ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს საზოგადოებასა და ბიზნესზე დარტყმის შესამსუბუქებლად, ესმით, რომ მინიმალური შეზღუდვაც კი პრობლემებს იწვევს, თუმცა სასწორზე ადამიანების სიცოცხლე და კეთილდღეობაა. 

დღის ამბები