შობის მოახლოებასთან ერთად სახელმწიფოების ნაწილი ზომებს ამკაცრებს, ნაწილი კი ამსუბუქებს. COVID-19-ით ნფიცირების რეკორდული მონაცემების გამო გერმანიამ კოვიდშეზღუდვები გაამკაცრა - დასაშვები იქნება 10 კაცის შეკრება. იხურება ფიტნეს კლუბები, საცურაო აუზები, სილამაზის სალონები, კინოთეატრები.
კარანტინის რეჟიმი დეკემბრის დასაწყისამდე გაახანგრძლივეს საბერძნეთსა და ლიეტუვაში. კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შეზღუდვებს აწესებს ხორვატია. ქვეყანაში კაფე-ბარები და რესტორნები დაიხურება. ასევე აიკრძალება ქორწილების გამართვა.
კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზირების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია შეერთებულ შტატებში. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის მიწოდება მომდევნო კვირას დაიწყება.