29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
შეღავათების დაწესების შემთხვევაში შევინარჩუნებთ ჩვენს სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულ 2000 ადამიანს - "თბილისი ცენტრალის" დირექტორი

"თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა "დღის კურიერში" სავაჭრო მოლების განცხადების საფუძველი განმარტა, სადაც ისინი მთავრობას 24 დეკემბრამდე 1 კვირით ადრე გახსნას სთხოვენ, სანაცვლოდ კი აცხადებენ, რომ მთელი იანვარი დაიკეტებიან.

ლევან ყარალაშვილის თქმით, ამ შეთავაზების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საცალო-სავაჭრო სექტორი პანდემიის პირობებში შეღავათს მიიღებს. ამასთან, ლევან ყარალაშვილმა აღნიშნა, რომ მათ სექტორში 2000 ადამიანია დასაქმებული და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების დაწესება, ამ ადამიანებს სამუშაო ადგილს არ დააკარგინებს.

"საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი, საცალო-სავაჭრო სექტორია. რეალურად, კი, ყველაზე დიდი ზიანი ზუსტად ამ სექტორს მიადგა. ჩვენთვის დეკემბრის სპეციფიკა ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის 10 მილიარდიანი ბრუნვა, რასაც ეს სექტორი აგენერერირებს, დეკემბრის თვეში ფაქტობრივად თავისი ბრუნვის 25%-ს აკეთებს.

ეს დაახლოებით 10 მილიონიანი ბრუნვაა და შესაბამისად, დეკემბრის თვე კრიტიკულია იმისათვის, რომ ამ ობიექტებმა შესაბამისი შემოსავლების გენერირება. ყოველ დღე აქვს ახლა ფასი და სწორედ ამიტომ, ჩვენი შეთავაზება მოიცავდა იმას, რომ ნაცვლად 24 დეკემბრისა, ჩვენ მუშაობის დაწყების საშუალება 15 დეკემბრიდან მოგვეცეს. ეს მიგვაღებინებს ორ შედეგს: 1 - გადანაწილდება მომხმარებელთა დიდი ნაკადი, რომელსაც საახალწლო შოპინგი აინტერესებს, 2 - მოგვეცემა საშუალება, რომ შედარებით ნორმალურ ვითარებაში შევძლოთ მუშაობის გაგრძელება და თავის გადარჩენა. იანვარი და თებერვალი ისედაც ე.წ მკვდარი სეზონია.

ამიტომ, მოლის დაკეტვა იანვარსა და თებერვალში ჩვენთვის კრიტიკული არ იქნება. ასევე გავაჟღერეთ ინიციატივა შეღავათების ნაწილზე, რის შედეგადაც ჩვენ შევინარჩუნებთ იმ 2000 ადამიანს, რომლებიც ჩვენს სავაჭრო ცენტრებში არიან დასაქმებულები,"- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ლევან ყარალაშვილის განცხადებით, კარი დახურული არ არის და არის იმისთვის სივრცე, რომ სახელმწიფომ უკეთ გაიაზროს თუ რამხელა რისკის წინაშე დგას ჩვენი სექტორი. 

 

დღის ამბები