29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
არ დავაანონსოთ 2 თვიანი ლოკდაუნი ზამთრის კურორტებისთვის - მალხაზ კუნელაური​​ ხელისუფლებას საკუთრ ხედვას სთავაზობს

კომპანია "რედკოს" გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური "დღის კურიერის" ეთერით ხელისუფლებას შეთავაზებით მიმართავს და ამბობს, რომ კერძო სექტორისთვის მისასალმებელია იქნება, თუ ზამთრის კურორტებზე წინასწარვე 2 თვიანი ლოკდაუნი არ დაანონსდება. მის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.

მალხაზ კუნელაურმა ის ხედვა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დეკემბრის მეორე ნახევარში ზამთრის სეზონის გახსნა შესაძლებელი იქნება.

"მე ვთხოვ დღესაც, ვსარგებლობ თქვენი ეთერით საშუალებით, რომ წინასწარვე არ დავაანონსოთ დღეს ფაქტობრივად 2 თვიანი ლოკდაუნი ზამთრის კურორტებისთვის და დღესვე არ გადავუწუროთ იმედი იმ უამრავ ათასობით ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად ამ გაქირავების მიმართულებით ინახავს თავს და თავის ოჯახებს.

მე ვფიქრობ, რომ შეიძლება შუალედურად მოვნახოთ აქ რაღაც გამოსავალი და ზამთრის სეზონი დეკემბრის ბოლოსკენ, თუ დღეს ჩვენ შეზღუდვებს გავაკეთებთ, დეკემბრის ბოლოსკენ გავხსნათ და გავხსნათ იმისთვის, რომ მეორე ხელით ეკონომიკას მივაშველოთ, სტიმულირება გავუკეთოთ და დამიჯერეთ, რომ ეს შიდა ტურიზმიც გააკეთებდა სტიმულირებას ეკონომიკისა," - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

დღის ამბები