ალექსანდრ ლუკაშენკო აცახდებს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ პრეზიდენტი აღარ იქნება. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც ბელარუსისთვის მომგებიანი იქნება.
"მე კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტად აღარ ვიმუშავებ. არასდროს დავუშვებ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებისას ვინმემ არჩევნები გააყალბოს. ბელარუსმა ერმა უნდა გაიაროს ის, რაც გასავლელი აქვს," – განაცხადა ლუკაშენკომ. მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განახლებული კონსტიტუციის პროექტი საზოგადოებას განსახილველად 2021 წლის დასაწყისში წარედგინება.
ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი ხალხი გადაწყვეტს, როგორი იქნება ახალი კონსტიტუცია.