29 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც დააზუსტა, რომ 13 ივნისს ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებული პირი უკანონოდ უთვალთვალებდა ჟურნალისტს და ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას გაბუნიას გადაადგილების შესახებ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვასამბეკ ბოკოვის რეალური სახელი და გვარია მაგომედ გუციევი. მას ბრალი დაუმძიმდა.

"დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს უნდა გამვცხადებულიყავი, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ, რასაც ვვარაუდობდი, ისიც ნახეთ თქვენც განცხადებაში, რომ დადასტრუდა - ეს ადამიანი აგროვებდა ინფორმაციას იმისთვის, რომ შემდეგ უარესი მომხდარიყო. ჩემი ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო, დანარჩენს რასაც მეტყვიან, გეტყვით მოგვიანებით", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

დღის ამბები