29 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება.

"მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები