ესპანეთში საშობაო მზადება დაიწყო. მადრიდში საახალწლო განათებები ჩართეს. ქვეყნის დედაქალაქში წელს საშობაო ილუმინაციები დამატებით 30 ქუჩაზე დაამონტაჟეს.
ფერადი დეკორაციებით სულ 200-ზე მეტი ქუჩა მორთეს. ესპანეთის დედაქალაქის სადღესასწაულო მორთულობაზე 3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.