29 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე კიდევ ერთ ყოფილ თანამდებობის პირი დაიკითხა - გამოძიების კითხვებს ამჯერად ნინო კალანდაძემ უპასუხა 

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კალანდაძის პროკურატურაში დაბარება "საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე" მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

საქალაქო სასამართლოში ნინო კალანდაძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, კითხვების ძირითადი ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალებებში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა.

ნინო კალანდაძის დღევანდელი ჩვენება პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება, იმ დოკუმენტებს შორის, რომლებსაც უწყება სასამართლოში წაიღებს.

დღის ამბები