29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
მოსახლეობა მზადაა ახალი შეზღუდვების ორთვიანი სქემას დაემორჩილოს, ბიზნესსექტორი კი უკმაყოფილოა და მოსალოდნელ ზარალზე საუბრობს

კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მოსახლეობის და ბაზრობაზე დასაქმებულების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება სწორია და მზადაა დაემორჩილოს ყველა წესს.

მათი ნაწილი გამკაცრებას დაგვიანებულადაც კი მიიჩნევს, არიან ისეთებიც ვინც თვლის, რომ პირველი ტალღის შემდეგ ხელისუფლება ახალ პიკს მეტად მოზადებული უნდა შეხვედროდა.

კომპანიებში კი, ვისაც ახალი რეგულაციები შეეხო აცხადებენ, რომ შეზღუდვები ბიზნესის დიდი ნაწილს დააზარალებს და ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება.

"გადაწყვეტილება რომელიც პრემიერმა გამოაცხადა, ეს ნიშნავს ათიათსობით ადამიანის სამსახურის დაკარგვას. ეს ადამიანები დარჩებიან ბედის ანაბარა, დახმარება რაც გამოყოფილი იქნება ეს არის ძალიან მცირე შემწეობა მოსახლეობისთვის,"- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

"ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორი კი ამბობს, რომ შეზღუდვები დაწესდა მაშინ როცა საცალო ვაჭრობის ობიექტებისთვის თანხების დაგენერირების პერიოდი იწყებოდა.

"ყველა ობიექტი, საერთშორისო, თუ მცირე ბიზნესი იმედით იყო, რომ დეკემბერში გარკვეული თანხების დაგენერირებას შეძლებდნენ, რომელიც საშუალებას მისცემდათ კრიზისიდან დაეწყოთ გამოსვლა. ამ მოცემულობაში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან თვეს აღმოჩნდა, რომ ვერ ვმუშაობთ,"- აცხადებს "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე.

ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ფიტნეს კლუბებიც. 

"მძიმე სიტუაციაში ვართ ფინანსურად. 6 თვის განმავლობაში სრულად ვიყავით დაკეტილები, გავაგრძელეთ მუშაობა და ვართ სრულ ზარალზე და ახლა ისევ გვიწევს დაკეტვა. გამოსავალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყოს საგადასახადო, ან სესხის პროცენტის სუბსიდირება,"- აცხადებს "ოქტოპუსის" დამფუძნებელი გიორგი ასათიანი.

დღის ამბები