29 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
კორონავირუსის გამო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 7 მოწმის გამოკითხვის პროცესი გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სადაც დღეს 7 მოწმე უნდა დაკითხულიყო, პროცესი კორონავირუსის გამო გადაიდო.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა COVID-19-ის დადასტურების შემდეგ სხდომაზე გამოცხადება ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც მოსამართლემ ჩიქოვანს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

უფლებადამცველებმა ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდეს და სასამართლო პროცესზევე გააპროტესტეს თუმცა უშედეგოდ.

პროკურატურა დაცვის მხარეს არ ეთანხმება, საქმის ერთ-ერთი პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირებულმა ადვოკატმა მოსამართლისთვის ჯანმრთელობის შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვერ შეძლო.

დღის ამბები