29 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
28 ნოემბრიდან ქვეყანა მკაცრ რეგულაციებზე გადადის - შეზღუდვების პარალელურად დახმარების მეოთხე ტალღა ამოქმედდება

28 ნოემბრიდან ქვეყანა მკაცრ რეგულაციებზე გადადის. რეგულაციების პარალელურად ამოქმედდება დახმარების მეოთხე ტალღა - 1.1 მილიარდიანი პორტფელი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის. შეღავათები იმ მოქალაქეებსა და სექტორებზე გავრცელდება, რომლებსაც რეგულაციები ყველაზე მეტად შეეხო.

პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის შეთავაზებული პაკეტი ასე გადანაწილდა:

300 ლარიანი დახმარების პროგრამა თვითდასაქმებულებს, მათთვის სესხების გადავადება, კომუნალური გადასახადების 4 თვით დაფარვა, ფორმალურად დასაქმებულებისთვის 200 ლარიანი დახმარება, 100 ლარიანი პაკეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, 18 წლამდე შშმ პირებს და სესხების გადავადება იმ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს, რომელთა ობიექტებიც შეზღუდვების გამო იხურება.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კომპანიებს მონაცემების დროულად მიწოდებისკენ მოუწოდა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის შეთავაზებული პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს და მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება.

მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი სწრაფი პოსტ-კრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის.

დღის ამბები