29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
რას მოუტანს საქართველოს ახალი რეგულაციები - ეპიდემიოლოგები ეპიდვითარების შემსუბუქებას ორ კვირაში ელოდებიან

ეპიდემიოლოგები ეპიდვითარების შემსუბუქებას უკვე ორ კვირაში ელოდებიან, მედიკოსთა პროგნოზით იანვარის ბოლოს კი, თუ წესებს დავიცავთ, ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა 2-ჯერ და მეტად შემცირდეს.

რეგულაციების გამკაცრების მთავარი სამიზნე ვირუსის მასშტაბების სწრაფი ზრდის შეჩერებაა. ამის შედეგი უნდა გამოჩნდეს დაახლოებით როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მომავალი.

მათ ვისაც ერთის მხრივ ვირუსის გავრცელება, ხოლო მეორეს მხრივ ფინანსური პრობლემები და უმუშევრობა აშინებს, დღეს მთავრობის ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით სიტუაცია მართვადი იქნება.

პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ორთვიანი, წერტილოვანი, თუმცა მკაცრი შეზღუდვები ინფიცირებულთა რაოდენობის კლების მხრივ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება და საზოგადოებას ადეკვატური მოლოდინი უნდა ჰქონდეს.

დღის ამბები