29 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ამ ეტაპზე დიდი შეკრებები შევაჩერეთ, რადგან არ გვინდა უპასუხისმგებლო ხელისუფლებას მივცეთ აბსურდული არგუმენტები - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ გამოსავალი მასობრივი ტესტირებაა, ლოკდაუნი და ადამიანების მკურნალობა.

"ჩვენს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყანაში ხდება. სწორედ ამიტომ გავუგზავნე გაწერილი გეგმა. 

პირველი ფაზა- მასობრივი ტესტირების ფაზა. 

მეორე ფაზა - როგორ უნდა გამოგვეყვანა ლოკდაუნიდან 2 კვირაში ქვეყანა.

მესამე ფაზა - საზღვრების გახსნა. 

სამივე კომპონენტისგან შემდგარი დოკუმენტი იყო. მათი პასუხი ამათზე იყო- ტროლები. იმაზე ნუ საუბრობენ, რომ ოპოზიციის აქციებისგან გავრცელდა კორონავირუსი, ისაუბრონ რატომ არ გვაქვს 300-350 წერტილი, სადაც დიაგნოსტირება იქნება, რატომ არ გვყავს ექიმები და ა.შ ჩვენს მიტინგზე პირბადეებით იყო ხალხი. 

ამ ეტაპზე, დიდი შეკრებები შევაჩერეთ, რადგან არ გვინდა უპასუხისმგებლო ხელისუფლებას მივცეთ აბსურდული არგუმენტები. მე მათ მოვუწოდებ, რომ ქვეყნის მართვა არ არის საბავშვო ბაღი, თამაში და მაიმუნობა. საქმეს მივხედოთ, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება რაციონალურად შეხედოთ ყველაფერს. ჩვენი შეთავაზებაა შეტევა , მასობრივი ლოკდაუნი, მასობრივი ტესტირება, მკურნალობა ადამიანების ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები