ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სანქციებს კიდევ გაუზრდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა გაავრცელა. როგორც ევროკომისარი ამბობს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სანქციების მასშტაბების ზრდას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
ბელარუსის მთავრობის ადმინისტრაცია, სანქციების პაკეტის გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები ლუკაშენკოს გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 9 აგვისტოდან მიმდინარეობს.