29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 450 ადამიანს გადააჭარბა -ინფორმაციას "ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" ავრცელებს.

ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ უბედური შემთხვევების მიზეზი, ხშირად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა. კვლევა ბოლო ერთ წელს მოიცავს.

საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ავარიების რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი.

"2020 წლისთვის საქართველოს უნდა გაენახევრებინა გზებზე დაღუპულთა რაოდენობა, მაგრამ საბოლოოდ 20% გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი მივიღეთ. რა გვასწავლა შატილის ტრაგედიამ?-არაფერი. შესაბამისმა სტრუქტურებმა აქედან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს,"-აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

დღის ამბები