29 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 162 ათას ჰექტარზე დენდროლოგიური პარკის გაშენება იგეგმება

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 162 ათას ჰექტარზე დენდროლოგიური პარკის გაშენება იგეგმება. თბილისის მერიის პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც  დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს.

შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და ოთარ გრიგოლია, ევრო საბჭოს წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

დღის ამბები