აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მომავალ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად საზოგადოებას წარუდგინა კანდიდატები, რომლებიც მის ადმინისტრაციაში დაიკავებენ მაღალ თანამდებობებს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში.
ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად წარადგინა ენტონი ბლინკენი, შინაგან საქმეთა მინისტრად ალეჰანდრო მაიორკასი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ევრილ ჰეინსი, გაეროში აშშ-ის ელჩად ლინდა ტომას-გრინფილდი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ჯეიკ სალივანი და კლიმატის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კერი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც გახდება.
ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უკვე მუშაობდნენ აღნიშნულ თანამდებობებზე. მათი წარდგენა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში გაიმართა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს გუნდი ასახავს იმ ფაქტს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მზად არის მსოფლიო ლიდერობისთვის. პარალელურად მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილების გადაბარებასთან დაკავშირებით ყველაფერს გააკეთებს, რასაც კანონი მოითხოვს.