29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოს ნატოში წევრობისთვის ახალი სტატუსის შექმნის იდეაზე საუბრობს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე საქართველოს ნატოში წევრობისთვის ახალი სტატუსის შექმნის იდეაზე საუბრობს. როგორც "ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, დასავლეთმა ნატოს გაძლიერების საშუალებით წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსულ აგრესიას ყველა სფეროში და დაეხმაროს უკრაინას, საქართველოსა და ბელარუსს თავიანთი სუვერენიტეტის დაცვაში.

ვერშბოუ განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ სწრაფვისთვის ახალი სტატუსის შექმნა შესაძლოა კარგი იდეა იყოს.

"წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატოს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით უკრაინისა და საქართველოსთვის," - განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.

დღის ამბები