"გრემის" 63-ე დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მოსაპოვებლად ნომინანტები 83 კატეგორიაში დაასახელეს.
წელს ყველაზე მეტ - 9 ნომინაციაში ბიონსეა წარდგენილი.
6-6 ნომინაცია აქვს დუა ლიპასა და ტეილორ სვიფტს. წელს ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოსთვის პირველად წარადგინეს ბრიტანელი შემსრულებელი ჰარი სტაილსი და კორეული ჯგუფი "ბი-ტი-ესი".
"გრემის" არცერთ ნომინაციაში არ დასახელდა 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის ავტორი ვიქენდი, რასაც სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. კანადელმა მომღერალმა ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია ნომინაციების გამოცხადების შემდეგ კორუფციაში დაადანაშაულა.
"გრემის" რიგით 63-ე მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია 31 იანვარს გაიმართება და მას ტრევორ ნოა წაიყვანს.