29 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნების პოლიტიკური გამოცხადებით, ჩვენ უნდა განვმუხტოთ ეს ვითარება - დავით უსუფაშვილი

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არის კონსტიტუციური გზა.

"ამ კონსტიტუციით ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს 2021 წელს, 2022 წელს, 2023 წელს ის ჩატარდება იმ სისტემით რაც გვქონდა 31 ოქტომბერს, ხოლო სრულად პროპორციული და 5%-იანი შემოდის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 

ასე, რომ ჩვენ აქ გვაქვს სერიოზული მოქნილობის საშუალება. როდესაც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, კონსტიტუციაში წერია, რა და როგორ უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ კონსტიტუციურ გზას ვთავაზობთ გამოსავლისთვის. ამ უმძიმეს მდგომარეობას თავი უნდა დავაღწიოთ.

არჩევნების თემა უნდა გადავწიოთ უკვე ოთახებში და პარლამენტში.

მათ იციან რა სერიოზულ პრობლემებს წააწყდებიან თუ 60 ოპოზიციური მანდატი იქნება პარლამენტში თავისუფალი და ამის შევსების შანსი არ იქნება შემდეგი 4 წელი. ეს არის სერიოზული სამართლებლივ კონსტიტუციური კრიზისი. მე ამ თემაზე ძალიან ცოტას ვსაუბრობ, რადგან ეს არ არის "ქართული ოცნების" პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა. ეს იქნება მნიშვნელოვნად ნაკლულ უფლებაუნარიანი პარლამენტი.

ეს პარლამენტი არ იქნება სრულფასოვანი პარლამენტი, ეს იქნება ნაკლული კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც არამხოლოდ პოლიტიკურადაა ნაკლული, რომ მასში მოსახლეობის უმრავლესობა არ არის წარმოდგენილი. არამედ ის 2/3 პარლამენტის წევრი უნდა არსებობდეს, რომ ამ ორგანოს წარამომადგენლობითი ორგანო ერქვას.

რიგგარეშე არჩევნების პოლიტიკური გამოცხადებით, ჩვენ უნდა განვმუხტოთ ეს ვითარება, რომელიც სერიოზული ეკონომიკურ, პანდემიური კრიზისისკენ მიაქანებს ქვეყანას- ეს არის მნიშვნელოვანი და არა იმ პინკ-პონგზე იქეთ- აქეთ რომ ხდება,"-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები