29 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობას კენჭს უყრის პარლამენტში შესული 90 წევრი და ჩვენი, სხვა არჩეულების იქ ყოფნა არ არის აუცილებელი - დავით უსუფაშვილი

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარი დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში რიიგგარეშე ან ვადამდელი არჩენები არ ჩატარდა, ოპოზიცია თავის სიტყვას შეასრულებს, ოპოზიციას კი, საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პარლამენტის წევრებს  უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

"76 ადამიანი სჭირდება სხდომის გახსნას, დადგენილება უფლებამოსილების ცნობის და შეწვეტის თაობაზე, მიიღება დამსწრეთა ნახევარზე მეტით, არანაკლებ 50-ით. 51 ხმა სჭირდება უფლებამოსილების ნცობასაც და შეწყვეტასაც.

დიახ, ეს ასეა, რომ საქართველოს პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობას კენჭს უყრის პარლამენტში შესული 90 პარლამენტის წევრი და ჩვენი, სხვა არჩეულების იქ ყოფნა არ არის აუცილებელი და ჩვენი მხრიდან საუბარი, ვაპირებთ პარლამენტში არშესვლას, არ არის საკმარისი, რომ მათ ჩვენი უფლებამოსილება არ ცნონ. დიახ, პარლამენტი ცნობს უფლებამოსილებას, მაგრამ ოპოზიცია შეთანხმებულია  იმაზე, რომ თუ არ იქნება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე, მაშინ მოხდება პარლამენტის წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსულების შეწყვეტის თაობაზე განცხადების შეტანა პარლამენტის სახელზე და თუ ამას კენჭს არ უყრის საქართველოს პარლამენტი, თქვენი გადაცემების კონკურენტი გახდება CNN BBC Al Jazeera, რადგან მსოფლიოში გახდება უპრეცენდენტო რამე. ამას ჩაიდენს პარლამენტი, რომელსაც ალბათ ესღა დარჩა ჩასადენი. 

გაძლევთ გარანტიას, რომ ოპოზიცია თავის სიტყვას შეასრულებს, თუ ხელისუფლება შეთანხმებაზე არ წამოვა, აქეთქაც ვართ იურისტები და საპარლამენტო პროცედურებშიც გარკვეულებიც, მაგრამ ჩვენ ძვირფასს დროს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ამომრჩეველი ვკარგავთ ამაზე და არა ქვეყნისთვის ამოსავალზე, რაზეც ჩვენ ხელისუფლებისგან ველით ლაპარაკს და არა ამ ჩხირკედელაობაზე,"-განაცხადა "ღამის კურიერში" პარიტა "ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. 

დღის ამბები