29 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, ჩვენ არამხოლოდ უარს ვიტყვით, არამედ სია აღარ იარსებებს, გავანულებთ -სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიას გაანულებს და პარლამენტში 35 დეპუტატი არ შევა.

"ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებისთვის არის ფარსი. ისინი ჩიხიდან გამოსვლის გზას არც ამ მოლაპარაკებებით არ ეძებენ.

თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს პარლამენტში შესვლას, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ უარს ვიტყვით, არამედ სია აღარ იარსებებს, გავანულებთ და არ იარსებებს არანაირი შემდეგი პოტენციური დეპუტატი სიაში.

არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან 35 დეპუტატი, არამედ სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში. ეს სია აღარ იარსებებს ბუნებაში,"-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები