29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა - კლინიკები საწოლფონდის მარაგს ზრდიან

პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მთავრობის მეთურთან საწოლფონდსა და იმ პრობლემებზე იყო საუბარი, რომელიც პანდემიის გამო სამედიცინო სექტორში შეიქმნა.

ექიმები და კლინიკის დირექტორები თანხმდებიან, რომ ჰოსპიტალური სექტორის გამოყენება სწორად უნდა მოხერხდეს, მათივე თქმით, აუცილებელია საწოლფონდის სწორად მიმართვა.

ექიმები თანხმდებიან, რომ ჰოსპიტალიზაციას მძიმე პაციენტებმა უნდა მიმართონ, დანარჩენებმა კი მკურნალობა სახლში და კოვიდსასტუმროებში უნდა განაგრძონ.

როგორც "ევექსის" წარმომადგენელი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, მომავალ კვირაში კლინიკას 120 საწოლი დაემატება.

"საწოლფონდის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება უნდა მოხდეს. უახლოეს ერთ კვირაში დავამატებთ 120 საწოლს, აქედან 60 იქნება რეანიმაციული," - აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

"ჯეოჰოსპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინო კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ხელშეწყობა, რადგან ჰოსპიტალში ის ადამიანები უნდა მოხვდნენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

"როლები გავინაწილეთ რეგიონების მიხედვით, რომ მარტივად მართვადი გახდეს მდგომარეობა,"- აღნიშნა ნინო კობახიძემ.

გერმანული ჰოსპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა ცინცაძე კი აცხადებს, რომ აუცილებელია პაციენტების ეფექტური მკურნალობა.

კლინიკა "მედალფას" გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი აღნიშნავს, რომ საუბარია პროცესის მართვის ეფექტურობაზე.

"საკითხების სეგმენტაცია ხდება, როგორ უნდა მივაქციოთ ყველას ყურადღება,"- აღნიშნა გიორგი ამბროლიანმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა.

"განვიხილეთ დეტალები თუ რა საჭიროებებს ხედავენ კლინიკების დირექტორები. უნდა დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელი იქნება კოვიდსიტუაციის სამართავად," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები