29 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
2021 წელს ყველას ექნება ვაქცინაზე წვდომა, მათ შორის საქართველოსაც - "იმპერიალ კოლეჯის" ვირუსების ლაბორატორიის სპეციალისტი თათა ქებაძე

როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა საქართველოში - სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ.

ბოლო დღეებია ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით საიმედო ცნობები გაჩნდა. მათ შორის, წარმატებული აღმოჩნდა ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების მუშაობა. ზოგ ქვეყანაში ვაქცინაცია დეკემბრიდან იგეგმება. როგორია პანდემიის დაძლევის შანსები და როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა, ამ საკითხებზე "იმპერიალ კოლეჯის" ვირუსების ლაბორატორიის სპეციალისტი თათა ქებაძე საუბრობს. 

"მესამე ფაზაზეა საუბარი, რომელიც 34 000-მა ადამიანმა გაიკეთა, ვაქცინამ კი 90%-იანი შედეგი აჩვენა, რომელიც ძალიან კარგია. ამ კვირაში კი, ბოლო მწვანე შუქს ელოდებიან, თუ დათანხმდნენ და თქვეს, რომ ყველაფერი უსაფრთხოა, მაშინ გამოშვება დაიწყება. ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ბრიტანეთს რამდენიმე მილიონი ვაქცინა ახალ წლამდე ექნება. 2021 წელს კი უფრო დიდი რაოდენობით იქნება და ყველას ექნება ამ წელს წვდომა ვაქცინაზე, მათ შორის საქართველოსაც, მაგრამ საქმე ის არის, ამ ზამთარში რა უნდა ვქნათ," - აცხადებს "იმპერიალ კოლეჯის" ვირუსების ლაბორატორიის სპეციალისტი თათა ქებაძე.

დღის ამბები