29 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
სასწრაფოდ არის მისაღები არაპოპულარული მკაცრი ზომები - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საქართელოში სასწრაფოდ უნდა მიიღონ მკაცრი ზომები, რათა ეპიდემიური ვითარება დასტაბილურდეს.

"მე მეგონა, რომ ჩვენ გადავლახეთ წითელი ხაზი, მაგრამ ყოველ კვირას ახალ წითელ ხაზს ვხაზავთ. არც მჯეროდა, რომ აქამდე მივიდოდით. ციფრებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. სასწრაფოდ არის მისაღები არაპოპულარული მკაცრი ზომები.

ჩემი ვარაუდით, უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე ეს სტატისტიკაში ჩანს. ქვეყანაში არის ორი ტალღა: კოვიდპაციენტების სიკვდილიანობა და მეორე პაციენტები, რომლებიც კოვიდდადებითები არ არიან, მაგრამ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ,"- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ.

დღის ამბები