ბელგიის დედაქალაქი საშობაოდ ემზადება. ბრიუსელში18 მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს, ის გრანდ პალასის მოედანზე მდებარეობს, თუმცა ქვეყანაში არსებული კარანტინის გამო მნახველების სიმცირეს განიცდის.
ხუთ ტონიანი ხე დანიშნულების ადგილზე სპეციალური ტექნიკით მიიტანეს, მისი მორთვა 9 საათი გაგრძელდა. ნაძვის ხეს გასანათებლად ერთი კილომეტრის სიგრძის განათება დასჭირდა.
ბრიუსელში კორონავირუსის პანდემიის გამო საშობაო ბაზრობა გაუქმებულია. თუმცა ქალაქის მერიამ ბრიუსელის ქუჩები მაინც განსაკუთრებულად მორთო.