29 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება. უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ყოფილი ელჩი Twitter-ის გვერდზე წერს.

"დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ ჩათვალა, განაცხადა, რომ ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს," – წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.

უილიამ კორტნი საქართველოში აშშ-ის ელჩი 1995-1997 წლებში იყო.

დღის ამბები