დიდი ოცეულის ონლაინკონფერენციის დროს დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა, ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
CNN იუწყება, რომ კონფერენციის დაწყებამდე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა Twitter-ში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც არა კონფერენციას, არამედ არჩევნების თემას ეხებოდა. დილის 10 საათზე კი თეთრი სახლი დატოვა და გოლფ-კლუბში წავიდა.
დონალდ ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კვლავ არ აღიარებს, მას იმედი აქვს, რომ აშშ-ის სასამართლოები რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ სარჩელებს დააკმაყოფილებენ.
პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი კი ტრამპისგან ძალაუფლების დროულად გადაცემას მოითხოვს.