ბელარუსში აქციები კვლავ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. მინსკის ცენტრში მობილიზებულია ჯავშანტექნიკა, პრეზიდენტის სასახლეს სამართალდამცავები ბარიკადებით იცავენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურა 10-მდე მეტროსადგური. ოპოზიციის განცხადებით, ამ გზით ლუკაშენკოს მთავრობა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მინსკის ცენტრალურ მოედანზე შეკრებას აფერხებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება, ოპოზიცია ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.