29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი პატიმარი- ზარდიანთკარის 65 წლის მცხოვრები უკვე მეორე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი პატიმარი - უკვე მეორე დღეა, 65 წლის ზარდიანთკარის მცხოვრები რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია. მირიან თაზიაშვილს მეუღლესთან დარეკვის საშუალება ოკუპანტებმა მხოლოდ ერთხელ მისცეს, ისიც მხოლოდ იმის სათქმელად, რომ დაკავებულია.

ამ დრომდე ზარდიანკარში არც მისი ჯანმრთელობის შესახებ იციან რამე და არც ის, თუ რა პირობებში იმყოფება.

საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ცხელი ხაზი აამოქმედა. 

დღის ამბები