29 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

პროკურატურამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეში , მთავარი მტკიცებულებები იქნება ექსპერტიზის დასკვნებიც, მანამდე კი ცნობილი გახდა ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხიც - იარაღი, რომელიც თავდამსხმელს დანაშაულის ჩადენის დროს ჰქონდა, ცეცხლსასროლი არ იყო, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე, დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლი მოეხსნა.

დღის ამბები