29 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
შობა ლოკდაუნის ფონზე - ევროპა კორონავირუსის მეორე ტალღის პიკის მოლოდინშია

ევროპა პანდემიის მეორე ტალღის პიკის მოლოდინშია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი ევროპის ქვეყნები შესაბამის სამედიცინო ინფრასტრუქტურას არ მოაწყობენ, შესაძლოა, კონტინენტს კოვიდ-19-ის მესამე ტალღაც დაატყდეს თავს.

პანდემია განხილვის მთავარი თემა იყო დიდი ოცეულის სამიტზეც. მსოფლიო ლიდერები კოვიდ 19 -ის გავრცელების პრევენციის მიზნით ერთობლივ მიდგომებზე და ვაქცინის თანაბრად გადანაწილებაზე უკვე შეთანხმდნენ.

თუმცა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ უკვე არსებული ვაქცინების ეფექტურობის ხილვა 2021 წლის ზაფხულამდე ვერ მოხერხდება.

ევროპა, ინფიცირებულთა რაოდენობის შესამცირებლად, შეზღუდვებს განსაკუთრებულად ამკაცრებს. მოქალაქეები ვალდებულები არიან, გადაადგილებისას გამოიყენონ სამედიცინო პირბადე. საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში მოქმედებს კომენდანტის საათი.

პორტუგალიამ შობის წინ ქვეყანაში შიდა ტურიზმიც აკრძალა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროპა, შობას, შესაძლოა, ლოკდაუნის ფონზე შეხვდეს.

ავტორი:შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები