29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ოპოზიცია და მმართველი გუნდი მესამე რაუნდის მოლოდინში - მოლაპარაკებებში მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთვება

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებებში უკვე არა მხოლოდ საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, არამედ მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც ერთვება.

ცოტა ხნის წინ გამოცემა "ბალტიკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე სატელეფონო საუბარი ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან, გრიგოლ ვაშაძესთან გამართა.

თბილისში კი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეთანხმებისთვის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები სხვა დიპლომატებთან ერთად მუშაობენ. ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნა, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, უცვლელია, ისევე, როგორც "ქართული ოცნების" პოზიცია -ამომრჩევლის ნების რევიზია არ იგეგმება.

ამავე დროს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მზად არიან, მრავალპარტიული პარლამენტის მისაღებად გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ.

კონკრეტულად, რა სახის შეთანხმება შეიძლება შედგეს და რა დეტალები განიხილება ფასილიტატორებთან მოლაპარაკებისას, ამაზე საუბარი "ქართულ ოცნებაში", ჯერჯერობით, არ სურთ.

დღის ამბები