ალასკას შტატში, ქალაქ უტქიაგვიკში 2 თვით დაღამდა. CNN-ის ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობას დაახლოებით 60 დღის განმავლობაში სიბნელეში მოუწევს ცხოვრება.
პატარა ქალაქი, რომელიც არქტიკის წრეში მდებარეობს, სიბნელის ყოველწლიურ ფაზაში შევიდა, რომელიც პოლარული ღამის სახელით არის ცნობილი.
სიენენის მეტეოროლოგის განცხადებით, პოლარული ღამე უტქიაგვიკსა და არქტიკულ წრეში მდებარე სხვა ქალაქებში ყოველ ზამთარს დგება. მისივე განმარტებით, დედამიწის ღერძის გადახრის გამო მზის დისკო ჰორიზონტზე დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანს.
ზაფხულში კი ყველაფერი პირიქით ხდება - უტქიაგვიკში პოლარული დღეები დადგება და მზე 24 საათის განმავლობაში ანათებს.