29 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ადამიანის უფლებების დარღვევა არის ის მახასიათებელი, რომელიც ოკუპაციას აქვს - გიორგი ვოლსკი

საქართველოში არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი დააკავეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოკუპაციას აქვს ბოროტი სახე, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს.

"ეს არის ოკუპაცია, რომელსაც ასეთი ბოროტი სახე აქვს. არა მხოლოდ ადამიანების გატაცება, არამედ ადამიანები ოსები თუ ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ადამიანის უფლებების დარღვევა არის ის მახასიათებელი, რომელიც ოკუპაციას გააჩნია,"-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები