29 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
არსებობს პოლიტიკური სუბიექტები, იცით ვისზეა საუბარი, რომელსაც არავითარი ინტერესი სტაბილიზაციაში არა აქვს - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც სტაბილიზაციის არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ, პირიქით, ისინი ცდილობენ დესტრუქციული ქმედებით დივიდენდის მიღებას.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მათ თავისი ამომრჩევლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა გააანალიზონ.

"არსებობს პოლიტიკური სუბიექტები და კონკრეტულად იცით თქვენ, ვისზეა ლაპარაკი, რომელსაც არავითარი ინტერესი სტაბილიზაციაში არა აქვს, პირიქით, ცდილობს, რომ ამ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე იქნებ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. უნდა გაანალიზონ პასუხისმგებლობა თავისი ამომრჩევლის საერთო საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. აქ ევროკავშირიც იგულისხმება, ამერიკის შეერთებული შტატებიც და მთლიანად სამეზობლო," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები