29 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის დაღუპვიდან 3 წელი გავიდა - სუს-ის უფროსმა და შს მინისტრმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს
სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 3 წელი გავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სამსახურის ხელმძრვანელ პირებთან ერთად, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.
დღის ამბები