29 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურის დარღვევებზე საუბრობენ

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დარღვევებით ჩატარებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

"სამართლიანი არჩევნებისა" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" განცხადებით არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები.

გარდა აღნიშნულისა, "სამართლიანი არჩევნების" მტკიცებით გამოვლენილია ისეთი დარღვევაც, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი).

დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია - "მრავალეროვანი საქართველო", ლელა ტალიური აღნიშნავს, რომ დარღვევები სხვადასხვა სახის იყო.

"ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ. ასევე სხვის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სუფრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა დამკვირვებლის მიმართ," - აღნიშნა ლელა ტალიურმა.

დღის ამბები