29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ბათუმის საარჩევნო ოლქთან პოლიციამ ენმ-ს 10-მდე აქტივისტი დააკავა

ბათუმის საარჩევნო ოლქთან პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ალტერნატივა"-ს, დაახლოებით, 10 აქტივისტი დააკავა.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, ოლქთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარების შესახებ.

ამ დროისთვის, ბათუმის ოლქთან მხოლოდ სამართალდამცავები არიან.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია “ალტერნატივა”-ს წარმომადგენლები ბათუმის ოლქთან დაახლოებით 2 საათის წინ მივიდნენ და საუბნო კომისიის წევრებს "სირცხვილის დერეფნები" მოუწყვეს.

დღის ამბები