29 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ზუგდიდში საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 28,34%-მა დააფიქსირა

ზუგდიდში რეგისტრირებული 120 255 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 34 080-მა პირმა დააფიქსირა, რაც საერთო მაჩვენებლის 28,34%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი პირველ ტურზე, თითქმის, ორჯერ ნაკლებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა უბანი, გარდა კოვიდუბნებისა, ერთდროულად, საღამოს 8 საათზე დაიხურა.

რაც შეეხება საჩივრებს, დღის განმავლობაში ოთხი საჩივარი დაიწერა, რაც, მესხის თქმით, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. მათ ნაწილზე დაყენებულია რეაგირება უბნებზე.

დღის ამბები