29 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
უბნების მიმდებარედ მობილიზებული პარტიული აქტივისტები, ცდილობდნენ შეექმნათ ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა - საია

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით, მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა "ქართული ოცნების" კოორდინატორების საარჩევნო უბნებთან მობილიზებაზე, რაც, მისი თქმით, ქმნიდა ზეწოლის გარემოსა და თვალთვალის განცდას. 

"ამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურის დროსაც ჩვენს მიერ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები. მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებული არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა,"-განაცხადა სულხან სალაძემ. 

დღის ამბები