29 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
კორონავირუსის დრამატულად მზარდი სტატისტიკა მსოფლიოში - უმეტეს ქვეყანაში ნაწილობრივი ან სრული კარანტინია გამოცხადებული  

მსოფლიოში კორონავირუსის 58 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება, ამ დრომდე მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში 100 ათასზე მეტი ადამიანია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მსოფლიოში კვლავ შეზღუდვები წესდება.

შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 12 მილიონს უახლოვდება. ინფიცირებულებს შორისაა დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟიც. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სრული Lockdown-​​ის გამოცხადებას ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, თუმცა ქვეყნის დაავადებათა კონტროლი მადლიერების დღის მოახლოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახლეობას სტუმრად წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

კვლავ მძიმე მდგომარეობაა ევროპაში. საგანგებო მდგომარეობა მომდევნო კვირიდან კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება პორტუგალიაში.

პანდემიის მეორე ტალღის დროსაც დრამატულად მზარდია სტატისტიკა იტალიაში, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქვეყნებში სრული ან ნაწილობრივი კარანტინია გამოცხადებული. მოქმედებს კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობა 12 დეკემბრამდე გახანგრძლივდა ჩეხეთში.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესდა თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 5 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. 

დღის ამბები