29 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
მეორე ტურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - გიორგი შენგელია

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების"
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მისი თქმით, მიუხედავად დაბალი აქტივობისა, ჩიქოვანმა ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას, ეს მოცემულობა შენგელიას განმარტებით, პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიამ და ასევე, ოპოზიციურად განწყობილი პირების არჩევნებზე გამოუცხადებლობამ გამოიწვია.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩვენი მომხრეების დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, იმისთვის, რომ ეს აღმშენებლობის ტემპი, რაც არის ჩვენს მუნიციპალიტეტში, გაგრძელდება. ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მათ რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში,  სხვანაირად იქნებოდა გადანაწება, თუმცა მე მინდა ვთქვა და კიდევ ერხთხელ დავარწმუნო ყველა,  იმ მხარდაჭერით, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ არჩევნებში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ასე რომ, მათი მხრიდან სპეკულაციას, ნებისმიერი დესტრუქცია არის აზრს მოკლებული და მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ამომრჩევლებს ამ მხარდაჭერისთვის ვუთხრა მადლობა. მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს,  რომელმაც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. რაც შეეხება ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, პირველ რიგში, გამოწვეული იყო იმით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რთული ვითარებით, დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ამან გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ ამომრჩევლებმა თავი შეიკავეს საარჩევნო უბნებზე მისვლისგან
ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ არ მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი უბნებზე. თუმცა, მე როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი განლაგების შემთხვევაში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ მხარდაჭერით, რა მხარდაჭერას ჩვენ მივიღეთ, უცილობლად და დამაჯერებლად გაიმარჯვებდა," - განაცხადა გიორგი შენგელიამ.  

დღის ამბები