29 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 4 საჩივარია შესული

უბნების დახურვამდე ორ საათზე ნაკლები რჩება. ქუთაისში კი ამ დროისთვის, სულ 25 866 ადამიანი მივიდა უბანზე, რაც პროცენტულად 16,69%-ია.

#59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის ოლქში ამ დროისთვის სულ 4 საჩივარია შესული.

"17:00 საათისთვის სულ 25 866 ადამიანი მოვიდა საარჩევნო უბანზე, რაც პროცენტულად 16,69%-ია. რაც შეეხება საჩივრებს ამ დროისთვის სულ შემოსულია 4 საჩივარი და საჩივრების ავტორია საია. საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება,"-აღნიშნა ლარინა ლალიაშვილმა.

დღის ამბები